• 26-02-2024
    "მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა..." - როდრიგომ რონალდუზე ისაუბრა
    "მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა..." - როდრიგომ რონალდუზე ისაუბრა
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა შემტევმა, როდრიგო გოეშმა ფეხბურთის ლეგენდის, კრიშტიამუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. 

    ბრაზილიელმა თავის კუმირთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა პორტუგალიელი მისთვის: 

    "ის ჩემი მისაბაძი ფიგურა იყო, კუმირი. ის ჩემთვის სუპერგმირია. მთელი ჩემი ბავშვობა მას ვგულშემატკივრობდი. ის ადამიანია, რომელმაც ყველაზე მეტად შთამაგონა" 

    "მას პირადად კარგად არ ვიცნობ, თუმცა ერთხელ შევხვდი და სურათიც გადავიღე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო, რადგან მე ჩემს კუმირს შევხვდი" 

    "39 წლის ასაკშიც, ის აგრძელებს გოლების გატანას, ასე რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ის ჩემთვის კარგი ინსპირაციის წყაროა", - თქვა როდრიგომ.

    Facebook კომენტარები