• 26-02-2024
    ლუის ენრიკე: "მბაპეს გარეშე თამაშს უნდა შევეჩვიოთ"
    ლუის ენრიკე: "მბაპეს გარეშე თამაშს უნდა შევეჩვიოთ"
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენი" გუშინ ლიგა 1-ის 23-ე ტურის მატჩს "რენთან" აგებდა, როცა ლუის ენრიკემ მოედნიდან კილიან მბაპე გაიყვანა, მის ნაცვლად კი თამაშში გონსალუ რამუში ჩართო.

    მართალია, "პსჟ-ს" მთავარ მწვრთნელს შეცვლამ გაუმართლა და 97-ე წუთზე პორტუგალიელმა ანგარიში ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრა, მაგრამ თამაშიდან გუნდის მთავარი ვარსკვლავის ჩახსნის შესახებ მას შეკითხვა მაინც დაუსვეს. ლუჩოს პასუხი ერთადერთ რამეს გვაფიქრებინებს - 25 წლის ფრანგის წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

    "ეს ძალიან მარტივია. ადრე თუ გვიან, როცა ეს მოხდება, მბაპეს გარეშე თამაშთან შეგუება მოგვიწევს.

    როცა მენდომება, რომ კილიანმა ითამაშოს, ვათამაშებ. როცა სხვა აზრზე ვიქნები, ეს არ მოხდება," - განაცხადა ენრიკემ.

    შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მბაპემ "პარი სენ ჟერმენს" გუნდის დატოვების გადაწყვეტილება უკვე გააცნო. კილიანი ამჟამად მადრიდის "რეალთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის თაობაზე. "კუ ნინძა" ესპანურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

    ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში ფრანგს 21 გოლი აქვს გატანიილი, "პსჟ" კი სატურნირო ცხრილს კომფორტული უპირატესობით ლიდერობს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები