• 27-02-2024
    "ბარსა" თუ "პსჟ" - მამუკა ჯუღელის პასუხი ცნობილია
    "ბარსა" თუ "პსჟ" - მამუკა ჯუღელის პასუხი ცნობილია

    "ნაპოლისა" და ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, მან კვარას მომავლის შესახებ ისაუბრა.

    "ბარსელონა" თუ "პსჟ"? ბუნებრივია, ევროპული გრანდებისგან შემოთავაზებები და ინტერესი არის. სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო?

    "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მაისში უფრო ნათელი გახდება", - განაცხადა ჯუღელმა.

    შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში ხვიჩას სახელმა "ბლაუგრანასთან" მიმართებაში რამდენჯერმე გაიჟღერა.

    Facebook კომენტარები