• 28-02-2024
    ნეაპოლში კვარას და ოსიმენის მურალი ჩამოიღეს - ვისი ნახატით შეცვალეს ის
    ნეაპოლში კვარას და ოსიმენის მურალი ჩამოიღეს - ვისი ნახატით შეცვალეს ის

    ნეაპოლში, კერძოდ ფორჩელას უბანში, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მურალი ჩამოხსნეს.

    როგორც ირკვევა, მის ადგილზე იტალიელებმა ნეაპოლელი რეპერის, ჯეოლიერის მურალი განათავსეს.

    საქმე იმაშია, რომ მომღერალმა ცოტა ხნის წინ დიდ წარმატებას მიაღწია სანრემოს ფესტივალზე და მეორე ადგილი დაიკავა.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ნახატი იმავე ადამიანმა შექმნა, რომელმაც შარშან კვარასა და ვიქტორის მურალი.

    ასე და ამგვარად, როგორც ჩანს, ნეაპოლელებმა გასული სეზონის სკუეტოს გმირებს ამ მომენტისთვის ჯეოლიერი ამჯობინეს.

    Facebook კომენტარები