• 29-02-2024
    “მერაბის დამარცხება ნებისმიერ დროს შემიძლია”- უმარ ნურმაგომედოვმა დვალიშვილზე ისაუბრა
    “მერაბის დამარცხება ნებისმიერ დროს შემიძლია”- უმარ ნურმაგომედოვმა დვალიშვილზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმუსუბუქი წონის ქამრის მთავარი პრეტენდენტი გახლავთ. ქართველი მანქანა შონ ო’მალისა და მარლონ ჩიტო ვერას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

    ამავე წონის მე-13 ნომერმა, უმარ ნურმაგომედოვმა, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილი გახლავთ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა:

    “გულახდილი რომ ვიყო, მერაბს ნებისმიერ სიმაღლეზე  შევებრძოლები. ყველგან, სადაც კი შემომთავაზებს. მე მისგან საფრთხეს ვერ ვგრძნობ. მას არ მივცემ ჭიდაობის საშუალებას, დგომში კი ვერ ვიტყვი, რომ ტექნიკურად ძლიერია. უნიათოდ ურყამს . მერაბი ამტანობის და კარგი კარდიოს ხარჯზე იმარჯვებს, მაგრამ მე მისგან საფრთხეს საერთოდ ვერ ვხედავ.

    როგორ შეიძლება დვალიშვილისა და ხაბიბის შედარება?! ხაბიბი დომინირებდა, დვალიშვილმა კი სეხუდოსთან პირველი რაუნდი სულაც წააგო!” - განაცხადა უმარმა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები