როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
გავლენიანი გამოცემა Whoscored-ის ვერსიით ხვიჩამ 10.00 შეფასება მიიღო, რაც ფეხბურთში საკმაოდ იშვიადი შემთხვევა გახლავთ. ცხადია, ეს ხვიჩას კარიერაში პირველად მოხდა.
საგულისხმოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ Whoscored-ის შეფასებები მიხედვით სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო მოთამაშე გახლავთ.
ხვიჩას რეიტინგმა 7.40-იდან 7.50-მდე აიწია და ქართველმა გარემარბმა მეორე ადგილოსან ჰაკან ჩალხანოღლუს გადაასწრო.
ათეული კი ასე გამოიყურება
1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.76
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.50
3. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.45
4. მარკუს ტურამი (ინტერი) – 7.36
5. პაულო დიბალა (რომა) – 7.29
6. მატიას სოულე (ფროზინონე) - 7.27
7. ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო) - 7.25
8. რაფაელ ლეაო (მილანი) - 7.24
9. ადრიან რაბიო (იუვენტუსი) - 7.22
10. ფედერიკო დიმარკო (ინტერი) - 7.21