• 29-02-2024
    უარი არაბებს! - სერხი რობერტოს “ბარსელონაში” დარჩენა სურს
    უარი არაბებს! - სერხი რობერტოს “ბარსელონაში” დარჩენა სურს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანს, სერხი რობერტოს ბოლო პერიოდში არაერთი მსურველი გამოუჩნდა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხი რობერტომ საუდის არაბეთის გუნდის, “ალ ქადისიაჰის” საოცარ შეთავაზებაზე უარი თქვა.

    ესპანელმა მოთამაშემ კიდეგ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის პრიორიტეტული ფული არ არის.

    ცნობისთვის, რობერტომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები