• 29-02-2024
    დიტო ფაჩულია “სამტრედიაში” ითამაშებს
    დიტო ფაჩულია “სამტრედიაში” ითამაშებს

    21 წლის მოთამაშე, დიმიტრი ფაჩულია კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა მოთამაშემ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

    საგულისხმოა, რომ დიმიტრი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ.

    ცნობისთვის, ფაჩულიამ გასულ სეზონში “დინამო” 2-ის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები