• 29-02-2024
    “ბარსელონა” მეისონ გრინვუდს აკვრიდება
    “ბარსელონა” მეისონ გრინვუდს აკვრიდება

    როგორც მოგეხსენებათ, “ხეტაფეს” ახალგაზრდა ფეხბურთელი, მეისონ გრინვუდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს The Athletics-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ახალგაზრდა მოთამაშის შეძენით ინტერესდებიან.

    “ბარსელონას” ბოსებს ინგლისელი გარემარბის პერფორმანსები ხიბლავთ და არ არის გამორიცხული მომდევნო სეზონში გრინვუდი “ბლაუგრანას” მაისურში მოგვევლინოს.

    ცნობისთვის, მეისონმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები