• 29-02-2024
    გიგი იოსელიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    გიგი იოსელიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

    33 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, გივი ოსელიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

    ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

    “ეს ძალიან კარგი  იყო!!!

    დიახ, მეც ფეხბურთმა მომცა ყველაფერი. ახლა კი ჩემი თავგადასავალი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის აქ მთავრდება.

    მადლობა ყველას,  ვინც ჩემი საფეხბურთო ცხოვრების მანძილზე გვერდში მედგა და მოტივაციას მაძლევდა, მე ბედნიერი ვარ თუ ერთხელ მაინც შევძელი  თქვენი გახარება,  მადლობა ყველას ვისაც ოდესმე ჩემთვის ტაში დაუკრავს.

    ძალიან რთული და ამავდროულად სასიამოვნო გზა გავიარე, ბევრი გამარჯვებით თუ  დამარცხებით.  უამრავი დაბრკოლების,  ტკივილისა თუ იმედგაცრუების მიუხედავად, არასოდეს ვწყვეტდი ოცნებას,  მუდამ სულსა და გულს ვდებდი მწვანე მინდორზე, შედეგად კი გულშემატკივრის სიყვარული მივიღე,  რაც მთავარ გამარჯვებად მიმაჩნია. 

    მე ყველა თქვენთაგანის, გამარჯვების შემდგომი  ემოცია და ბედნიერი სახე მახსოვს, მადლობა ამ სიყვარულისთვის!!!  

    განსაკუთრებული მადლობა სამტრედიას და მის საოცარ გულშემატკივარს, თქვენ მუდამ ჩემს გულებში იქნებით და სწორედ ამიტომ ვრჩები თქვენთან...” - 

    ეხლა კი დროა დაგემშვიდობოთ როგორც ფეხბურთელი. “ერთმანეთისთვის"  თქვენი “იოსკა". - წერს 33 წლის მოთამაშე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, იოსელიანს კარიერის მანძილზე, “სამტრედიაში”, ქუთაისის “ტორპედოში”, “ცხინვალში”, “თელავში”, “მეშახტეში”, “ზუგდიდში”, ბოლნისის “სიონსა” და “კეჩკემეტში” უთამაშია.

    Facebook კომენტარები