• 29-02-2024
    ცნობილია - როდის გადაწყდება ლუნინის მომავალი
    ცნობილია - როდის გადაწყდება ლუნინის მომავალი

    გავლენიანი მადრიდული გამოცემა, "Marca" მადრიდის "რეალის" ამჟამად პირველი მეკარის, ანდრეი ლუნინის მომავლის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

    მოგეხსენებათ, მიდმინარე სეზონში უკრაინელი კარის დარაჯი სოლიდურად გამოიყურება, ამ ყველაფერს კლუბიც ამჩმევს. 

    ასევე რამდენიმე კვირაში ტრავმიდან დაბრუნდება ტიბო კურტუაც, რომელმაც სეზონის სტარტზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. 

    წყარო იტყობინება, რომ მომავალ ზაფხულს "ბლანკოსის" წარმომადგენლები ლუნინს შეხვდებიან და მეკარის მომავალს გადაწყვეტენ. 

    რა თქმა უნდა უკრაინელის ადგილზე ტიბოს დაბრუნება გავლენას იქონიებს. ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება. 

    ცნობისთვის, ანდრეის სამერო კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები