• 29-02-2024
    "რეალს" დეივისთან დაკავშირებით 2 გეგმა აქვს - ახალი ცნობები
    "რეალს" დეივისთან დაკავშირებით 2 გეგმა აქვს - ახალი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, ალფონსო დეივისის შეძენას აქტიურად ცდილობს. 

    გამოცემა, "relevo" ამ ტრანსფერთან დაკავშირებით წერს, რომ "თეთრებს" 2 გეგმა აქვთ: 

    I - ხელი მოაწეროს მასთან კონტრაქტს ამ ზაფხულს მისაღებ ფასად; 

    II - შეიძინოს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ 2025 წელს. 

    როგორც ცნობილია, მეორე გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ "ბავარიელები" ბევრს მოითხოვენ. 

    ხოლო რაც შეეხება ალფონსოს, მას მადრიდში გადასვლა ამ ზაფხულს სურს და არა 2025 წელს.

    Facebook კომენტარები