• 01-03-2024
    გიორგი მიქაუტაძე თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზეა ნომინირებული
    გიორგი მიქაუტაძე თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზეა ნომინირებული

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 23 წლის ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში ბრწყინვალედ ათამაშდა.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი “მეცის” თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.

    მიქაუტაძემ გასულ თვეში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ცნობისთვის, გიორგიმ ლიგა 1-ის გასული ტურის შეხვედრაში “ლიონის” კარის აღება მოახერხა.

    Facebook კომენტარები