• 02-03-2024
    ბათუმის “დინამომ” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო
    ბათუმის “დინამომ” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

    ეროვნული ლიგის პირბელი ტურის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” შინ ფოთის “კოლხეთი” მიიღო და ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

    შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მე-11 წუთზე 27 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა, ონორე გომისმა გაიტანა.

    ამ წუთისთვის, ბათუმის “დინამო” ეროვნულ ჩემპიონატს უპირობოდ ლიდერობს, თუმცა კონკურენტებს შეხვედრები არ ჩაუტარებიათ.

    ცნობისთვის, ანდრეი დემჩენკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას “გაგრას” წინააღმდეგ ჩაატრებს, ფოთის “კოლხეთი” კი “სამტრედიას” ესტუმრება.

    Facebook კომენტარები