• 03-03-2024
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “ნანტის” წინააღმდეგ
    საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “ნანტის” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში “მეცი” “ნანტს” ესტუმრა და ანგარიშით 0:2 იმარჯვა.

    “მეცის” ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Sofascore-ს ვერსიით გიორგიმ 8.0 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

    ცნობისთვის, ამ ეტაპისთვის მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 1-ში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები