• 03-03-2024
    გამოწვევა ლევანდოვსკის - ბოლოს ეს 46 წლის წინ მოხდა
    გამოწვევა ლევანდოვსკის - ბოლოს ეს 46 წლის წინ მოხდა
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონას" პოლონელი გოლეადორი, რობერტ ლევანდოვსკი ბოლო მატჩებში დიდებულად გამოიყურება და ლა ლიგის ბომბარდირობისთვის ბრძოლაშიც ჩაერთო.

    მეგოლეთა დავას ახლა "რეალის" ინგლისელი ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი ლიდერობს, რომელსაც 16 გოლი აქვს გატანილი. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცხრიანი მას 4 შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება.

    იმ შემთხვევაში, თუ რობერტი ჩამორჩენას აღმოფხვრის და პიჩიჩის ჯილდოს დაეუფლება, გახდება პირველი ფეხბურთელი ბოლო 48 წელიწადში, რომელიც ლა ლიგაში თავის სადებიუტო და მომდევნო სეზონებს საუკეთესო ბომბარდირის რანგში დაასრულებს.

    უკანასკნელად ეს ლეგენდარულმა არგენტინელმა, მარიო კემპესმა მოახერხა. კემპესი "ვალენსიას" 1976 წელს შეუერთდა და ზედიზედ ორჯერ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი პრიმერას გათამაშებაში.

    აქვე გეტყვით, რომ ბელინგემმა გუშინ "ვალენსიას" კარი ვერ აიღო. ლევანდოვსკის მასთან სხვაობის შემცირების შანსი დღეს, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მიეცემა.

    Facebook კომენტარები