• 04-03-2024
    კვარა ჰარი პოტერის სტილში - რა ფოტო მიუძღვნა "La Gazetta"-ამ კვარას
    კვარა ჰარი პოტერის სტილში - რა ფოტო მიუძღვნა "La Gazetta"-ამ კვარას

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 27-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და "სტადიო დიეგო მარადონაზე" 2:1 სძლია. 

    ქართველმა სუპერვარსკვლავმა თავი ანგარიშის გამხსენილი გოლით გამოიჩინა და იტალიური მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. 

    ცნობილმა გამოცემამ, "La Gazzetta Dello Sport"-მა კვარას ფოტო მიუძღვნა, სადაც ის ჰარი პოტერთანაა შედარებული: 

    "კვარაცხელიას მარჯვენა ფეხმა ნეაპოლელებს "იუვესთან" უპირატესობას მიანიჭა: ქართველის მეცხრე გოლი სერია ა-ში", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები