• 04-03-2024
    როდის შეიძლება შედგეს დევისის "რეალში" ტრანსფერი - ფაბრიციო რომანოს ცნობა
    როდის შეიძლება შედგეს დევისის "რეალში" ტრანსფერი - ფაბრიციო რომანოს ცნობა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, მომავალი ზაფხულისთვის მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, ალფონსო დეივისი იქნება. 

    კანადელის გაყიდვა "რეკორდმაისტერს" არ სურს, თუმცა ფეხბურთელის მიზანი "თეთრებში" გადასვლაა. 

    ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ შესაძლოა ტრანსფერი 2025 წლის ზაფხულამდე გადაიდოს, ამის მიზეზი კი შესაძლოა გერმანელენის მიერ მოთხოვნილი თანხა გახდეს.

    როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, მადრიდელებს არ სურთ, რომ ალფონსოში დიდი თანხა გადაიხადონ. 

    რომანოს თქმით, თუ "ბაიერნი" მოთამაშეს კოლოსალურ ფასს დაადებს, "რეალი" 2025 წლის ზაფხულს დაელოდება, როდესაც ფეხბურთელს "ბავარიასთან" კონტრაქტი ამოეწურება და მას უფასოდ დაიმატებს.

    Facebook კომენტარები