• 05-03-2024
    რა მიანიშნა კვარამ ნაპოლის ფანებს იუვესთან გოლის აღნიშვნისას
    რა მიანიშნა კვარამ ნაპოლის ფანებს იუვესთან გოლის აღნიშვნისას

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 23 წლის გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “იუვენტუსის” წინააღმსეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

    ხვიჩამ გოლი ემოციურად აღნიშნა, რასაც football-italia გამოეხმაურა:

    საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა გოლი. რამდენიმე დღის წინ სასუოლოსთანდუბლი შეასრულა, იუვენტუსთან კი მიწაზე დაუშვებლად შეძლო გოლის გატანა.

    გულშემატკივრებისკენ გაქცეულმა კვარაცხელიამ ნაპოლის ლოგოზე მიირტყა მუშტი, შემდეგ კი მიწისკენ ხელის გაშვერით მათ მიანიშნა, რომ რჩება.

    ბოლო დროს არაერთი წყარო წერდა, რომ ხვიჩა ბარსელონას, რეალის და სხვა გრანდების რადარზეა, თუმცა როგორც ჩანს, ის არსად წასვლას არ აპირებს”. - წერს იტალიური სააგენტო.

    შეგახსენებთ, რომ კვარამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მე-9 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები