• 05-03-2024
    "ხვიჩა თუ არშავინი? რამდენიმე წელიწადში ვნახოთ", - გიორგი შელია
    "ხვიჩა თუ არშავინი? რამდენიმე წელიწადში ვნახოთ", - გიორგი შელია

    როგორც მოგეხსენებათ, რუსულ “ახმატ გროზნოში” წარმოშობით ქართველი მეკარე, გიორგი შელია ასპარეზობს.

    გიორგიმ საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “მირანჩუკი ხვიჩაზე არანკლებ ტექნიკურია. კვარაცხელია შედარებით განსხვავებულ პოზიციაზე ასპარეზობს, თუმცა ალექსეიც გამორჩეული ტექნიკა აქვს, როგორც გოლოვინს. ცხადია, საშაც ჩინებული ფეხბურთელია”.

    "ხვიჩა თუ არშავინი? ახლა რა, დაიწყო?.. (იცინის) რამდენიმე წელიწადში ვნახოთ - არშავინმა კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა. მახსოვს ანდრეის თამაში - ის მანქანა იყო, უბრალოდ ტოპი. ის თამაშობდა "არსენალში", რაც შექმნა "ზენიტში" და ეროვნულ გუნდში! ასეთი ფეხბურთელები ყველგან არ იბადებიან. საქართველოში ვინ უნდა გავიხსენოთ ამ პოზიციაზე, ხვიჩას გარდა? ძნელია, არც არავინ არის", - განაცხადა შელიამ.

    ცნობისთვის, გიორგი შელიას “ახმატ გროზნოს” გარდა “ტამბოვში”, “უფაში”, “იენისეიში”, “ბრიანსკსა” და “ბალტიკაში” უთამაშია.

    Facebook კომენტარები