• 06-03-2024
    თარიღი ცნობილია - იტალიელი ჟურნალისტი ასახელებს დროს, როცა კვარა "ნაპოლის" დატოვებს
    თარიღი ცნობილია - იტალიელი ჟურნალისტი ასახელებს დროს, როცა კვარა "ნაპოლის" დატოვებს

    გამოცემა Rai-ს ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    მისი ცნობით, ქართველი შემტევი "პარტენოპეის" რიგებში მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება.

    "კონტრაქტის საკითხები ჯერ კიდევ ჰაერშია. ფეხბურთელის მხარეს ხელფასი გაზრდა სურს, თუმცა სიტუაცია წინ არ მიიწევს.

    "დე ლაურენტისი მას მეგა ხელფასს შესთავაზებს ტრანსფერის 2025 წლის ზაფხულში გადადების სანაცვლოდ.

    "ხვიჩასამდი ინტერესი სერიოზულია და მას არაერთი დიდი კლუბი აკვირდება", - თქვა ჟურნალისტმა.

    Facebook კომენტარები