• 06-03-2024
    "დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები კარგ საღამოს გაატარებენ ბათუმში" - აჩიმ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა
    "დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები კარგ საღამოს გაატარებენ ბათუმში" - აჩიმ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 7 მარტს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს დაუპირიპირდებიან.

    თამაშამდე 1 დღით ადრე გუნდებმა ერთიანი პრესკონფერენაცია გამართეს.

    ქართული მხრიდან წარმოდგენილნი აჩი არველაძე და კახა კალაძე იყვნენ.

    არველაძის კომენტარი:

    "მსურს, რომ ეს თამაში მხიარული და მეგობრული იყოს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები კარგ საღამოს გაატარებენ ბათუმში და იხალისებენ"

    "მინდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს საზეიმო.", - თქვა აჩიმ.

    Facebook კომენტარები