• 08-03-2024
    რუდიგერი: "მომდევნო ეტაპზე გავედით, თუმცა არის რაღაცები, რაზეც უნდა ვისაუბროთ"
    რუდიგერი: "მომდევნო ეტაპზე გავედით, თუმცა არის რაღაცები, რაზეც უნდა ვისაუბროთ"
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალმა" "ლაიფციგის" ბარიერი გადალახა და მეოთხედ-ფინალის საგზური მოიპოვა. 

    მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გასვლისას გუნდის თამაშით კმაყოფილი არავინაა. მათ შორის არც ფეხბურთელები. 

    მატჩი "ბლანკოსის" გერმანელმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა კრიტიკულად შეაფასა: 

    "ჩვენ სუსტები ვიყავით, ნელა ვმოქმედებდით, ნული ინტენსიურობა. ორთაბრძოლებში კარგად ვერ ვერთვებოდით და ჩემპიონთა ლიგაზე ამის გამო შესაძლოა დაისაჯო" 

    "ამჯერად ჩვენ მომდევნო ეტაპზე გავედით, თუმცა არის რაღაცები რაზეც უნდა ვისაუბროთ", - თქვა რუდიგერმა.

    Facebook კომენტარები