• 08-03-2024
    კლოპი: "დარვინს ნიჭი ყურებიდან გადმოსდის"
    კლოპი: "დარვინს ნიჭი ყურებიდან გადმოსდის"
    ავტორი
    Aa

    ევროპა ლიგაზე გუშინ სტარტი მერვედფინალურმა ეტაპმა აიღო. თავისი მატჩი ჩაატარა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა "ლივერპულმაც", რომელმაც პრაღაში ადგილობრივ "სლავიას" 5 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში მხოლოდ 1 ბურთი მიიღო და წყვილში ინტრიგა მთლიანად მოკლა.

    შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი "წითლების" ურუგვაელი ცენტრფორვარდი, დარვინ ნუნიესი გახლდათ. ახალგაზრდა შემტევმა დუბლი შეასრულა, პირველი გოლი კი განსაკუთრებით ლამაზი გამოუვიდა, რადგან ჩეხების კარი შორეული, ყუმბარისებული გასროლით აიღო.

    დარვინი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც შეაქო.

    "დარვინის პირველი სეზონი ნორმალურზე გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ ადაპტირებისთვის დრო მაინც დასჭირდა. მან ეს გააკეთა და ახლა გუნდის სრულყოფილი ნაწილია.

    ის არაჩვეულებრივი ბიჭია. ნუნიესს თანაგუნდელებთან თამაში ძალიან უყვართ და სიმართლე რომ გითხრათ, ნიჭი ყურებიდან გადმოსდის.

    დარვინს თავდამსხმელისთვის ყველაზე საჭირო თვისება აქვს: რამდენი მომენტიც არ უნდა გააფუჭოს, ამას ყურადღებას არ აქცევს და მცდელობას არ წყვეტს. სწორედ ამიტომ აქვს ახლა გოლების კარგი მაჩვენებელი. თან მატჩები წინ კიდევ გველოდება.

    თამაშობს თუ არა ის თავის საუკეთესო ფეხბურთს? ჯერ არა. შეუძლია თუ არა განვითარება? კი. ყოველთვის წარმოადგენს თუ არა საფრთხეს? კი," - განაცხადა კლოპომ.

    საინტერესოა, რომ დარვინის გოლი გერმანელი სპეციალისტის "ლივერპული" კარიერისთვის მე-1000 გამოდგა.

    ამ გუნდების საპასუხო მატჩი 14 მარტს "ენფილდზე" გაიმართება.

    Facebook კომენტარები