• 08-03-2024
    რა ხდება კვარაცხელიასთან დაკავშირებით? - უახლესი ცნობები
    რა ხდება კვარაცხელიასთან დაკავშირებით? - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას არაერთ გუნდს უკავშირებენ.

    ხვიჩას აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებს გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ციტირებს:

    “ჩვებ ნაპოლისთან მოლაპარაკებებში ვართ. ის ნაპოლის ერთადერთ შემთხვევაში დატოვებს, თუ გუნდი დიდ შეთავაზებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება. მე კონკრეტული რიცხვის დასახელება არ შემიძლია.

    მაისისთვის ყველაფერი ცნობილი იქნება” - განაცხადა მამუკამ.

    ცნობისთვის, ხვიჩას “პარტენოპეისთან” კონტრაქტი ამჟამად 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები