• 09-03-2024
    “ნეაპოლის იმპერატორია” - როგორ ეხმაურებიან “ნაპოლის” გულშემატკივრები კვარას პერფორმანსს
    “ნეაპოლის იმპერატორია” - როგორ ეხმაურებიან “ნაპოლის” გულშემატკივრები კვარას პერფორმანსს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ტორინოს” წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

    შეხვედრის შემდეგ “პარტენოპეის” ქომაგები ხვიჩას პერფორმანსს გამოეხმაურნენ:

    ხვიჩა ნეაპოლის იმპერატორია. ეს ბიჭი ჩვენს ქალაქში დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩეს.

    ხვიჩა საუკეთესო ხარ, მადლობა დღევანდელი პერფორმანსისთვის.

    კვარაცხელიას ნაპოლიში ყოფნის პერიოდში საუკეთესო თამაში ჰქონდა.

    მადლობა ხვიჩა, რომ ბავშვობას მილამაზებ. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა დონის მოთამაშე ხარ.

    ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო დონოს ფეხბურთელია.

    აღფრთოვანებული ვარ კვარაცხელიას თამაშით, გოლი, დარტყმები, ხარიხა, პასები და კიდევ სხვა. ეს ბიჭი მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

    Facebook კომენტარები