• 09-03-2024
    "ბარსელონა" ამაში შეცდა" - რაკიტიჩის საინტერესო კომენტარი
    "ბარსელონა" ამაში შეცდა" - რაკიტიჩის საინტერესო კომენტარი

    კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა და "ალ-შაბაბის" ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა მადრიდულ გამოცემა, "Marca"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

    ვეტერანმა ფეხბურთელმა ესპანეთში არსებული სიტუცია მიმოიხილა და მადრიდის "რეალზე" ისაუბრა:

    "ეტაპობრივად "რეალმა" ყველაფერი სწორედ გააკეთა. მოდრიჩი და კროოსი კვლავ ლიდერობენ გუნდს. ვფიქრობ, ანალოგიურ შემთხვევაში "ბარსელონა" შეცდა. ვთვლი, რომ გავი და პედრი "ბარსას" და ესპანური ფეხბურთის მომავლია, მაგრამ ვფიქრობ, დახმარება ჩვენგან - მოხუცებისგან, როგორც ისინი გვეძახიან - მათთვის კარგი იქნებოდა"

    "ყველა ეს ბავშვი, ბელინგემი და სხვები კარგად იაზრებენ, თუ რამდენს სწავლობენ ტონისგან და ლუკასგან", - თქვა რაკიტიჩმა.

    Facebook კომენტარები