• 10-03-2024
    "ტრაბზონსპორთან" განადგურების შემდეგ - შოთა არველაძემ "ქარაგუმრუქის" რიგები დატოვა
    "ტრაბზონსპორთან" განადგურების შემდეგ - შოთა არველაძემ "ქარაგუმრუქის" რიგები დატოვა
    Author of the article
    Aa

    შოთა არველაძემ თურქული "ქარაგუმრუქის" რიგები დატოვა.

    მას შემდეგ, რაც ქართველი სპეციალისტის გუნდი "ტრაბზონპორთან" 5:1 განადგურდა, ლეგენდარულმა მოთამაშემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

    აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდის პრეზიდენტმა შოთას კიდევ რამდენიმე მატჩით დარჩენა სთხოვა, თუმცა მწვრთნელის პოზიცია მაინც უცვლელი დარჩა.

    აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ არველაძემ თურქეთის თასზე მცირე სენსაცია მოახდინა, "გალათასარაი" ტურნირიდან გააგდო და კლუბი ნახევარფინალში გავიდა.

    თუმცა "ქარაგუმრუკს" ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება ახალი თავკაცის დამრიგებლობით მოუწევს.

    ცნობისთვის, შოთამ თურქულ კლუბში 17 თამაში იმუშავა, სადაც მისმა გუნდმა 6-ჯერ იმარჯვა, 8-ჯერ დამარცხდა, ხოლო 3 ფრედ მორჩა.

    Facebook კომენტარები