• 13-03-2024
    "კუნდე ხვიჩას გასახდელშიც გაჰყვა?" - როგორ ეხმაურებიან ქომაგები კვარას თამაშს
    "კუნდე ხვიჩას გასახდელშიც გაჰყვა?" - როგორ ეხმაურებიან ქომაგები კვარას თამაშს

    როგორც მოგეხსენებათ, 1/8 ფინალურ საპასუხო შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონასა" და "ნაპოლის" მატჩი შედგა, სადაც "ბლაუგრანამ" 3:1 გაიმარჯვა.

    აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ჟიულ კუნდე პირადად მეურვეობდა და სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას პრაქტიკულად არ აძლევდა.

    კვარას გამოსვლას "პარტენოპეისა" და "ბარსას" გულშემატკივრები საინტერესოდ გამოეხმაურნენ.

    "ბევრი სახიფათო მომენტი არ ჰქონია, თუმცა გოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

    "კუნდე ხვიჩას გასახდელშიც გაჰყვა? ფრანგმა ქართველს ფეხი არ გაანძრევინა.

    "როგორც გოლამდე, ისე ასისტამდეც ცოტა დააკლდა. თავის გუნდიდან მომენტების გამწვავებას მხოლოდ ის ცდილობდა.

    "უნდა ვთქვათ, რომ კუნდესთან დუელი პირწმინდად წააგო. ჟიულმა მას თითქმის ყველა მომენტში აჯობა", - წერენ ქომაგები.

    Facebook კომენტარები