• 13-03-2024
    აურელიო დე ლაურენტისი: “ხვიჩა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ…”
    აურელიო დე ლაურენტისი: “ხვიჩა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ…”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია.

    ახალგაზრდა მოთამაშეს არაერთი მსურველი ჰყავს, თუნცა აურელიო დე ლაურენტისი მის გაყიდვას არ აპირებს.

    “შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება ჩემთან უნდა მოვიდეს და არა კვარასთან. ხვიჩას „ნაპოლისთან“ რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვს და მინდა ეს ხელშეკრულება გავაგრძელო. ზოგადად ვიცოდით, რომ კვარაცხელია კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან თავი ნაპოლის წყალობითაც უკეთ წარმოაჩინა“, - განაცხადა აურელიო დე ლაურენტისი.

    ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები