• 13-03-2024
    ცნობილია - საქართველოს ნაკრების განაცხადი ლუქსემბურგთან მატჩისთვის
    ცნობილია - საქართველოს ნაკრების განაცხადი ლუქსემბურგთან მატჩისთვის

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების თამაშამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

    აღსანიშნავია, რომ დღეს, 13 მარტს ვილი სანიოლმა ჩვენი გუნდის განაცხადი დაასახელა.

    მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი. 

    მცველები: სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი.

    ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია. 

    თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია

    Facebook კომენტარები