• 13-03-2024
    "არაბიძე ქუთაისში ჰყავთ დაბმული" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფანები ნაკრების განაცხადს
    "არაბიძე ქუთაისში ჰყავთ დაბმული" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფანები ნაკრების განაცხადს

    როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა, მარტის პლეი-ოფის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

    განაცხადმა ქართველ გულშემატკივარში შეკითხვები გამოიწვია, განსაკუთრებით გიორგი არაბიძის, ირაკლი აზაროვისა ად საბა ლობჟანიძის სიის მიღმა დატოვებაზე.

    ასევე აღსანიშნავია, ჯაბა კანკავას "ჯვაროსნების" რიგებში დაბრუნებაც, რამაც ქომაგები გაახარა.

    ქართველი ფანები, ნაკრების განაცხადს ეხმაურებიან:

    "ევროპაზე კი გავა ნაკრები, მაგრამ ეს სანიოლის დამსახურება არ იქნება. არაბიძის არ გამოძახება როგორ შეიძლება?"

    "მგონი არაბიძე ქუთაისში ჰყავთ დაბმული და ნაკრებში არ უშვებენ"

    "არაბიძე მაინც არ გამოიძახა ამ უპასუხისმგებლო ადამიანმა. კანკავას გამოძახება კი ნამდვილად მაგარი ამბავია"

    "ტერმინატორი დაბრუნდა ნაკრებში, გელით ჯაბა!"

    "ფუუუუ ექვსი ცენტრალური მცველი და ერთი არაბიძის ადგილი არ გამოიძებნა. რომელიც მანდ ყველას ჯობია"

    "ჩაკვეტაძემ უნდა დაგლიჯოს! წარმატებები"

    "ლობჟანიძე ამერიკულ დროზეა თუ რატო აღარ იძახებენ?"

    Facebook კომენტარები