25-06-2023
დე ხეას დარჩენის შანსები რეალურია - "იუნაიტედმა" გაუმჯობესებული კონტრაქტი გაამზადა
Author of the article
"მანჩესტერ იუნაიტედი" და დავიდ დე ხეას წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
კლუბს ესპანელი მეკარის შენარჩუნება სურს და დიდი უთანხმოების შემდეგ, მას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.
დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება, "მანჩესტერი" კი მას სთხოვს, რომ ანაზღაურება შეიმციროს.
ამ დროისთვის, ესპანელი კვირაში 375,000-ს იღებს, რაც ოლდ ტრაფორდზე ებევრებათ.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, დე ხეას ანაზღაურება დაახლოებით 200,000 იქნება, ხანგრძლივობა კი უცნობია.
დე ხეა კონტრაქტს განიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
ტეგები:
Facebook კომენტარები