• 14-03-2024
    პსჟ “ბარსელონას” ახალგაზრდების დუეტს უმიზნებს
    პსჟ “ბარსელონას” ახალგაზრდების დუეტს უმიზნებს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში ბოლო პერიოდში არაერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა გამოჩნდა.

    მათ შორის გამოსარჩევია ლამინე იამალი და პაუ კუბარსი, რომლებიც მიუხედავად არასრულწლოვნობისა მოედანზე ბრწყინვალედ გამოიყურებიან.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ “ნაპოლისთან” შეხვედრაში აღნიშნულ დუეტს აკვრიდებოდა.

    როგორც ირკვევა, პარიზელები მზად არიან, რომ იამალში 200 მილიონი ევრო გადაიხადონ.

    ცნობისთვის, “ბარსელონასთვის” ზემოხსენებული მოთამაშეები ხელშეუხებლები არიან.

    Facebook კომენტარები