

კატალონიის "ბარსელონამ" გამორჩეული არგენტინელი ტალანტი, ლუკას რომანი დაიმატა. ინფორმაციას კატალონიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბარსელონა ატლეტიკთან" კონტრაქტს ხელი 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ კატალონიურმა გუნდმა 18 წლის ტალანტში 1.2 მილიონი ევრო გადაიხადა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბარსელონას" არგენტინული "ფერო კარილიდან" შეუერთდა.
დიდი ალბათობით, ალბერტო რომანი თავდაპირველად "ბარსელონა ატლეტიკში" ითამაშებს, თუმცა ეტაპობრივად მთავარ გუნდში ვარჯიშის შესაძლებლობაც მიეცემა.
¡Es Oficial! Lucas Román nuevo jugador del Barcelona Athletic
— Master Joel Cule oficial🇭🇳💙🤍💙 (@MasterJoelCule5) January 18, 2023
El Barcelona ha llegado a un acuerdo para fichar a la perla argentina del Ferro Carril Oeste de 18 años para el Barca Athletic de Rafa Marquez, firma hasta 2026 y con una clausula de 400M$
👀Ojo con este chico pic.twitter.com/ncJKpFl8Gt