• 15-03-2024
    იქნებიან თუ არა პედრი და ფრენკი "პსჟ-სთან" - ახალი ცნობები
    იქნებიან თუ არა პედრი და ფრენკი "პსჟ-სთან" - ახალი ცნობები
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა უდიდესი დანაკლისის ფონზე მოახერხა, რაც ფრენკი დე იონგისა და პედრი გონსალესის არყოფნაში გამოიხატა.

    "ნაპოლის" ბარიერის გადასალახად "ლურჯ-ბროწეულისფერთ" არსებული რესურსიც ეყოთ, მაგრამ ცხადია, "პარი სენ ჟერმენის" გამოსაგდებად ჩავის თავისი ყველა ფეხბურთელი დასჭირდება.

    სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ინფორმაცია, რომელსაც დღეს Mundo Deportivo ავრცელებს.

    კატალონიური გამოცემის თანახმად, დე იონგი "პსჟ-სთან" გასამართი პირველი მატჩისთვის იქნება მზად, პედრის კი საპასუხო შეხვედრაში უნდა ველოდოთ.

    შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა და ესპანელმა ვარსკვლავებმა ტრავმები ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრაში მიიღეს. რაც შეეხება მეოთხედფინალურ ბატალიებს, ისინი 10 და 16 აპრილსაა ჩანიშნული.

    Facebook კომენტარები