• 25-06-2023
    "ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ" - მამარდაშვილი ბელგიასთან მატჩის შემდეგ
    "ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ" - მამარდაშვილი ბელგიასთან მატჩის შემდეგ
    ავტორი
    Aa

    როგორც იცით, 24 ივნისს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები "დინამო არენაზე" ბელგიას დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.

    შეხვედრის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "რთულად დავიწყეთ შეხვედრა, ვინაიდან კარგი გუნდი იყო და ამავდროულად მათ მოგება სჭირდებოდათ.

    "მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში გადავედით შემტევ ფეხბურთზე, 3 ცვლილება განახორციელა ჩვენმა მწრთვნელმა და უფრო გაგვიმარტივდა თამაში.

    "ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ბიჭებმა უდიდესი სულისკვეთება გამოავლინეს", - განაცხადა მამარდამ.

    Facebook კომენტარები