23-01-2023

[/xfgiven_playerads]
მოულოდნელი ტრანსფერი! - “რეალის” ფეხბურთელს “ბარსელონაში” თამაში სურს?

ავტორი
გავლენიანი ესპანური გამოცემა, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, მარკო ასენსიოს აგენტმა თავისი კლიენტი არაერთ ევროპულ გრანდს შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ერთ-ერთი გუნდი კატალონიის "ბარსელონა" გახლავთ. საქმეში ასევე ინგლისური გუნდებიც არიან.
საგულისხმოა, რომ კატალონიური გრანდის წარმომადგენლები ამ ტრანსფერით მოხიბლულები არიან და მოსისხლე მტრის მოთამაშის გადაბირებაზე უარს არ ამბობენ.
საქმეში მთავარი პირი ხორხე მენდეშია (ასენსიოს აგენტი), რომლის არაერთ კლიენტს "ბარსელონას" შემადგენლობაში უთამაშია, შედეგად კლუბსა და აგენტს იდეალური ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული.
ტეგები:
Facebook კომენტარები