• 22-03-2024
    ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: "არ ჩათვლილ გოლზე ერთ რამეს ვიტყვი"
    ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: "არ ჩათვლილ გოლზე ერთ რამეს ვიტყვი"

    ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუკ ჰოლცი საქართველოსთან მატჩში მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

    ახალგაზრდა სპეციალისტის უკმაყოფილება მეორე ტაიმში მომხდარმა ეპიზოდმა გამოიწვია, როცა მთავარმა არბიტრმა მათ მიერ გატანილი გოლი გააუქმა, რადგან შეტევის დაწყებამდე გიორგი მიქაუტაძეზე თამაშის წესები დაირღვა - ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ ეს უკანასკნელი იმედის ჯარიმა გახლდათ, რამაც სტუმრები 10 კაცით დატოვა.

    „პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას. ეს მათ მიერ პირველ ტაიმში ნაჩვენებმა თამაშა განაპირობა, მაგრამ ვერ ვიგებ, რის საფუძველზე გაგვიუქმა მსაჯმა მეორე ტაიმის გადამწყვეტ მომენტში გატანილი გოლი.

    ამ ეპიზოდში მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს მცველს, მაგრამ არბიტრმა გოლი გაგვიუქმა, მცველი კი გაგვისევა ეს მსაჯი პირველად არ მსაჯობს ისე, რომ ლუქსემბურგი დაზარალდა. ეს კატასტროფა გახლდათ.

    სტადიონზე ატმოსფერო? მართლაც განსაკუთრებული და ჩინებული მაყურებელი იყო. პირველ ტაიმში მათმა ფაქტორმა ჩვენს ფეხბურთელებზე საგრძნობი გავლენა მოახდინა, მაგრამ მეორე ნახევარში სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა, მერე კი გოლი გაგვიუქმეს.

    მსაჯს რომ ჩვენი გოლი ჩაეთვალა, სულ სხვა თამაშს მივიღებდით. ამიტომაც ვწუხვარ," - თქვა ჰოლცმა.

    Facebook კომენტარები