როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს ორბურთიანი სხვაობით (2:0) მოუგო და ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე საბერძნეთი იქნება.
"ჯვაროსანთა" ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ შეაგდო და რა გასაკვირია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დასახელდა. Sofascore-მა 30 წლის ცენტროფორვარდის თამაში 8.4 ქულით შეაფასა.
Sofascore-ის მიერ ქართველთათვის მინიჭებული ქულები შემდეგნაირად გამოიყურება:
გიორგი მამარდაშვილი: 7.1
ოთარ კაკაბაძე: 7.0
საბა კვირკველია: 7.2
გურამ კაშია: 7.2
ლაშა დვალი: 7.7
ლევან შენგელია: 8.1
გიორგი ჩაკვეტაძე: 7.5
გიორგი ქოჩორაშვილი: 6.7
ოთარ კიტეიშვილი: 7.1
ბუდუ ზივზივაძე: 8.4
გიორგი მიქაუტაძე: 6.5
შეცვლები:
გიორგი წიტაიშვილი: 6.6
ნიკა კვეკვესკირი: 6.6
ზურიკო დავითაშვილი: 7.0
ჯაბა კანკავა: 6.2
გიორგი ქვილითაია: 6.3
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს გასამართ ფინალურ ჯახში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთის ეროვნული გუნდი იქნება.