• 25-01-2023
    “მანჩესტერ იუნაიტედი” დუშან ვლაჰოვიჩს უმიზნებს
    “მანჩესტერ იუნაიტედი” დუშან ვლაჰოვიჩს უმიზნებს
    Aa

    ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.


    ჟურნალისტის ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთ ლიდერს დუშან ვლაჰოვიჩს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზული მსურველი ეყოლება.


    საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედზე", რომელიც მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე მაღალი კლასის ფორვარდის დამატებით იქნება დაინტერესებული.


    ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მილიონ ევროდ აფასებს "ბიანკონერი" სერბ შემტევს, თუმცა მისი გადაბირება "წითელი ეშმაკებისთვის" საკმაოდ რთული ოპერაცია იქნება.

    Facebook კომენტარები