• 25-01-2023
    “არსენალსა” და “ჩელსის” კაისედოს შეძენა სურთ
    “არსენალსა” და “ჩელსის” კაისედოს შეძენა სურთ
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" "ბრაიტონის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, მოიზ კაისედოს შეძენით ინტერესდება.


    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ნიზარ კინშელას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაისედოს შეძენა ლონდონის "არსენალსაც" სურს.


    ასე რომ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ეკვადორელი ფეხბურთელის შესაძენად "არსენალს" და "ჩელსის" დიდი ბრძოლა ელით.


    შეგახსენებთ, რომ მოიზ კაისედო ეკვადორის შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.


    ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt მოიზ კაისედოს 38 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები