• 22-03-2024
    ცნობილია - რამდენი ადამიანი დაესწრო საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩზე
    ცნობილია - რამდენი ადამიანი დაესწრო საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩზე

    როგორც მოგეხსენებათ, 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი ჩატარდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა.

    შეხვედრაში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, რომელმაც ჩვენს გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა.

    აღსანიშნავია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას უამრავი ქომაგი, კერძოდ 51,404 ადამიანი ესწრებოდა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე საბერძნეთი იქნება და მატჩი კვლავ "დინამო არენაზე" შედგება.

    Facebook კომენტარები