ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნების ნაკრებები შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.
"საქართველოს ნაკრებს ფინალში გასვლაზე დავუპირისპირდებით. მნიშვნელოვანი თამაში გველის.
"ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს. სერიოზულად მოვემზადებით, რომ ევრო 2024-ზე გავიდეთ", - თქვა პოიეტმა.