• 23-03-2024
    "ასეთი რამ პურის რიგების მერე არ მახსოვს" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ქომაგები ბილეთების რიგის ამბავს
    "ასეთი რამ პურის რიგების მერე არ მახსოვს" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ქომაგები ბილეთების რიგის ამბავს

    როგორც მოგეხსენებათ, 23 მატს 12:00 საათზე საქართველოსა და საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

    აღნიშნულ შეხვედრაზე უდიდესი მოთხოვნის გამო TKT.GE-ზე საკმაოდ დიდხნიანი ონლაინ რიგი შეიქმნა.

    ამ ამბავს გულშემატკივრები საინტერესოდ გამოეხმაურნენ.

    "250,000-ე ვარ რიგში, იმედია, თამაშის სახლში ყურება არ მომიწევს.

    "ასეთი რამ პურის რიგების მერე არ მახსოვს. იმ დროს ხალხი საჭმელს ითხოვდა, ახლა ბილეთს.

    "დიდი რიგებს ველოდი, თუმცა ასეთს ნამდვილად არა. საიტიც ჭედავს და რიგშიც საკმაოდ უკან ვარ.

    "ვინმეს, რომ 5 წლის წინ ეთქვა, ნაკრების თამაშის ბილეთებზე რამდენიმე საათი რიგში დგომა მოგიწევს და მაინც ვერ იყიდიო, არ დავიჯერებდი. ასეთ სიტუაციაში ვარ ახლა.

    "გადამყიდველებო, ბილეთს თავის ფასში ვერ მომცემთ? 2 ცალი, მეტი არა", - წერენ ქომაგები.

    Facebook კომენტარები