• 28-01-2023
    სპალეტი: "ვეცდები, ჟოზესთვის კარგი საჩუქარი შევარჩიო"
    [/xfgiven_playerads]
    სპალეტი: "ვეცდები, ჟოზესთვის კარგი საჩუქარი შევარჩიო"
    ავტორი
    Aa

    სერია ა-ს მომდევნო ტურში "ნაპოლის" მეტოქე "რომა" იქნება. ჟოზე მოურინიოს გუნდთან დაპირისპირებამდე ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა:


    "ეს მატჩი სხვებისგან არ განსხვავდება. ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება გართულდეს. ვფიქრობ, "რომასთან" კარგი ტაქტიკური ჯახი იქნება, ეს 3 ქულა ძალიან გვჭირდება, როგორც ყველა სხვა. "ნაპოლი" ველოსიპედია, რომელმაც იცის, რომ უფრო ძლიერ და ნაკლებად ძლიერ ველოპედებს უნდა აჯობოს.


    "რომა" ბრწყინვალე გუნდია, მათ დიდ პატივს ვცემთ. კარგი ფეხბურთის თამაში გვმართებს. ვიცი, რომ თუ მოვიგეთ 53 ქულა გვექნება და ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.


    მინდა, ჟოზეს მე-60 დაბადების დღე მივულოცო. მეწყინა, რომ არ დამპატიჟა, იმედი მაქვს, შემდეგში მოვხვდები მასთან. ვეცდები კარგი საჩუქარი შევურჩიო - ის იმ ადამიანებს შორისაა, რომელიც ფეხბურთის დონეს ზრდის", - განაცხადა სპალეტიმ.

    Facebook კომენტარები