• 25-03-2024
    განსაკუთრებული საჩუქარი ხვიჩას - რას უმზადებს ნონა გაფრინდაშვილი კვარას
    განსაკუთრებული საჩუქარი ხვიჩას - რას უმზადებს ნონა გაფრინდაშვილი კვარას

    ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, მან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომლისთვისაც საჩუქარს ამზადებს.

    "როდესაც დაბადების დღის მილოცვისას ვიდეო ჩავწერე, ეს აზრი მომივიდა. ჩემს წინ არის ჭადრაკი, რომელიც ქართულ ცეკვას წარმოადგენს. ეს ჭადრაკი საკოლექციოა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა გამოუშვა.

    "უფრო ვუწოდებ "აცეკვებულ ფიგურებს“, რადგან ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ჭადრაკის დაფაზეა, სავსებით უნიკალურია.

    "მომაფიქრდა, რომ მსურდა, საჩუქარი გამეკეთებინა. რამდენიმე სასაჩუქრე ფიგურა მქონდა, თუმცა მეფე ავიღე, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.

    "იმდენად ბრწყინვალე თამაში უჩვენა მთელი სეზონი და ახლაც მშვენიერ ფორმაშია და იმავეს აგრძელებს. მომავალშიც მისგან დიდ წარმატებებს ველით.

    "ჭადრაკის დაფაზე მეფე ძირითადი ფიგურაა და მინდა, ასეთი ძირითადი ფიგურა ყოფილიყოს ყოველთვის, როცა ის მოედანზე გამოვა", - თქვა ნონამ.

    Facebook კომენტარები