• 31-01-2023
    "სატრანსფერო ხასიათის მესიჯებს უგზავნიან. ", - როგორ აფასებენ "არსენალი" და "ტოტენჰემი" კვარას
    [/xfgiven_playerads]
    "სატრანსფერო ხასიათის მესიჯებს უგზავნიან. ", - როგორ აფასებენ "არსენალი" და "ტოტენჰემი" კვარას
    ავტორი
    Aa

    ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე თამაშით ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებული ინტერესი კი პრემიერ ლიგიდანაა.


    Talksport იტყობინება, რომ კვარაცხელიას ტრანსფერით ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი" დაინტერესდნენ:


    "2022 წელს "ტოტენჰემს" კვარაცხელია სურდა, მაგრამ ის "ნაპოლიმ" ჩაიგდო ხელში, სადაც კვარას სათამაშო ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა. ეს ყველაფერი არ გამორჩენიათ პრემიერ ლიგაში - "არსენალი", "სიტი" და "ტოტენჰემი" მას სატრანსფერო ხასიათის მესიჯებს სისტემატიურად უგზავნიან."


    "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, დონ ჰატჩინსონი ამბობს, რომ კვარაცხელია საუკუნის აღმოჩენაა:


    "კვარა საუკუნის ტალანტია, მისი თამაში აღმაფრთოვანებელია, ისევე, როგორც ვიქტორ ოსიმენი. ეს დუეტი გამანადგურებელია. ვფიქრობ, "ნაპოლი" "არსენალს" დაამარცხებდა", - განაცხადა მან.

    Facebook კომენტარები