• 01-02-2023
    სტივ ნიკოლი: "იურგენ კლოპი ამ მწვრთნელმა უნდა შეცვალოს"
    [/xfgiven_playerads]
    სტივ ნიკოლი: "იურგენ კლოპი ამ მწვრთნელმა უნდა შეცვალოს"
    ავტორი
    Aa

    იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ "ლივერპულს" ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სეზონი აქვს - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხიც.


    ამის ფონზე, საფეხბურთო ექსპერტები იურგენ კლოპის პოტენციურ შემცვლელზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ხელმძღვანელობა მის გაშვებას არ აპირებს.


    სტივ ნიკოლი თვლის, რომ კლოპისთვის იდეალური შემცვლელი რობერტო დე ძერბი იქნებოდა:


    "არ არსებობს მეორე იურგენ კლოპი, მაგრამ მისი შეცვლა რობერტო დე ძერბით შეიძლება. პირადად მე, "ბრაიტონის" მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოსაც მირჩევნია და ტომას ტუხელსაც, რადგან ამს შემტევი სტილი აქვს.


    მომწონს, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობენ "თოლიები" მისი ხელმძღვანელობით, შედეგებით კი ის არ ჩამოუვარდება გრაჰამ პოტერს და ეს გასაოცარია."

    Facebook კომენტარები