• 30-03-2024
    მზარეულად დამიქირაოს - როგორ ეხმაურებიან ნაპოლის ფანები ხვიჩასთვის ხელფასის გასამმაგებას
    მზარეულად დამიქირაოს - როგორ ეხმაურებიან ნაპოლის ფანები ხვიჩასთვის ხელფასის გასამმაგებას

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს.

    არაერთი იტალიური წყაროს ცნობით, 23 წლის ქართველი მოთამაშის ხელფასი 1.5 მილიონიდან 4.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ხვიჩა კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს.

    ნეაპოლელი გულშემატკივრები ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურნენ:

    მაგარი ამბავია, ასეთი დონის ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ხელფასს.

    ხვიჩას დღეიდსნ შეუძლია მზარეულად დამიქირაოს.

    კვარას გაცილებით მეტ ხელფასს იმსახურებს, თუმცა არც ეს არის ცუდი ვარიანტი.

    ძალიან მიკვირს ასეთი დონის ფეხბურთელი ასეთ მცირე ხელფასს როგორ დასთანხმდა, კვარას ფული არ ადარდებს.

    ამ ბიჭს ფეხბურთი ძალიან უყვარს, სხვა შემთხვევაში ასეთ დაბალ ხელფასს არ დასთანხმდებოდა.

    ოსის ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ კვარას არცერთხელ არ შეშურებია მისი, ეს არის თავმდაბლობის მაგალითი, ბრავო ხვიჩას.

    Facebook კომენტარები